„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს დღეს პარლამენტში მოუსმენენ

26 თებერვალი 2019, 00:00 1405 ნახვა

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს დღეს პარლამენტში მოუსმენენ. ისინი დეპუტატებს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე შეხვდებიან. პარლამენტში არ აპირებს მისვლას ეროვნული ბანკის წარმომადგენელი. უარის მიზეზები სებმა გავრცელებულ განცხადებაში განმარტა, სადაც ნათქვამია, რომ ეროვნულ ბანკს პარლამენტისთვის გარკვეული ინფორმაციის მიწოდება მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა თავი აარიდა უმწვავეს შეკითხვებს,საპარლამენტო უმრავლესობა კი აქცენტს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობაზე აკეთებს. 21 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ „თიბისი ბანკმა" ეროვნული ბანკის წინააღმდეგ სასამართლო დავა შეწყვიტა და განაცხადა, რომ გადაიხდის ეროვნული ბანკის მიერ ჯარიმის სახით დაკისრებულ 1 მილიონ ლარს. ასევე „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ბანკიდან მიდის. საქართველოს გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის საქმეზე“ დაკავშირებით საქმეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე იძიებს. საუბარია 17 მილიონ დოლარზე.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი