გედევან ფოფხაძე ხვალ პარლამენტში ბრიფინგს გამართავს

24 თებერვალი 2019, 00:00 1208 ნახვა

საკუთარ გადაწყვეტილებაზე ხვალ ისაუბრებს გედევან ფოფხაძე. დეპუტატი პარლამენტში ბრიფინგს გამართავს, სადაც ბოლოდროინდელ მოვლენებსა და მის გადაწყვეტილებაზე ვრცლად საუბარს გეგმავს. გედევან ფოფხაძემ ფრაქცია “ქართული ოცნების“ შემადგენლობა უკვე დატოვა. ის ერთ-ერთია იმ 9 დეპუტატიდან, რომელთა კანონპროექტი მოსამართლეების უვადო დანიშვნის შეჩერების თაობაზე პარლამენტმა 21 თებერვალს ჩააგდო.

კანონპროექტს მხარი მხოლოდ 45-მ დეპუტატმა დაუჭირა, როცა მის მისაღებად 76 ხმა იყო საჭირო. მანამდე უმრავლესობა ეკა ბესელიამ და ლევან გოგიჩაიშვილმაც დატოვეს. დამოუკიდებელი დეპუტატი გახდა ბექა ნაცვლიშვილიც, თუმცა მისი გადაწყვეტილება სულ სხვა კანონპროექტის ჩავარდნას მოჰყვა. პარლამენტმა არც ბექა ნაცვლიშვილის ალტერნატიული ვერსია მიიღო დაგროვებით პენსიაზე.პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცნობით, გედევან ფოფხაძე, ეკა ბესელია და ლევან გოგიჩაიშვილი პარტიის რიგებში აღარ ირიცხებიან.

ამავე კატეგორიაში