სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ ამერიკულ გამოცემა Politico-ს

24 თებერვალი 2019, 00:00 1391 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკულ გამოცემა Politico-ს ინტერვიუ მისცა. სალომე ზურაბიშვილმა, ნატოსა და ევროკავშირთან დაახლოებაზე ისაუბრა, რაშიც მისი თქმით წარსულში მიღებული გამოცდილება დაეხმარება. სალომე ზურაბიშვილის თქმით ვერავინ ხვდება რა შეიძლება იყოს დღეს პუტინთან ეფექტური. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილმა რუსეთთან გამარჯვებას მიაღწია, როდესაც 2004 წელს, საგარეო საქმეთა მინისტრის ამპლუაში, შეძლო საბჭოთა პერიოდის სამხედრო ბაზების დახურვაზე მოსკოვის დათანხმება.

გამოცემის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი ხშირად ხისტია, მაგრამ ის დიპლომატიას აფასებს. „პოლიტიკოს“ სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი საფრანგეთში შედგა. გამოცემა წერს, რომ „სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში დაიბადა და დიპლომატის კარიერის სამი ათეული წელი ამ ქვეყნის საგარეო სამსახურში გაატარა“. პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ზურაბიშვილის წინაპრები დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი აქტივისტები იყვნენ, რომლებმაც საბჭოთა კავშირის ოკუპაციისას, 1921 წელს დატოვეს სამშობლო.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი