ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დრომდე მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან, ხულოში გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის წევრები და ნათესავები, რომლებიც კლინიკაში გუშინ გვიან ღამით მოათავსეს. არასრულწლოვნები ხულოდან - ბათუმში, 4 წლის გოგონას პნევმონიით გარდაცვალების შემდეგ გადმოიყვანეს.
მკურნალი ექიმის ინფორმაციით, რვა ბავშვს შორის ყველაზე პატარა 4 თვისაა, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც, დამაკმაყოფილებილია. ყველა მათგანს ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევა, ანალიზის პასუხები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, მედიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ეიჩ ერთი ენ ერთი ტიპის ვირუსი ჰქონდეთ.