მთავრობის ნაცვლად, მარადიდის მოსახლეობას ხელვაჩაურის მერი შეხვდა

21 თებერვალი 2019, 00:00 1539 ნახვა

მთავრობის წარმომადგენლის ნაცვლად, მარადიდის მოსახლეობას დღეს ხელვაჩაურის მერთან მოუწია შეხვედრა, კირნათი-ჰესთან გამართული აქცია იმ პირობით დაიშალა, რომ ადგილობრივები დღეს მთავრობის წარმომადგენელს შეხვდებოდნენ.

ხელვაჩაურის მერის  დაპირებით შეიქმნება სამთავრობო კომისია, რომელიც ჰესის ფუნქციონირებას და სოფლის დატბორვის მიზეზებს გამოიკვლევს. ადგილობრივები კი აღნიშნავენ, რომ ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეწყვეტენ პროტესტს თუ კომპანია მათ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს,რადგან მაშინ როდესაც ჰესი სრულ ექსპლუატაციაში შევა მათი კუთვნილი მიწები დაიტბორება.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი