ჰესის მშენებლობის გამო მარადიდში ჭოროხი გზაზე გადმოვიდა

20 თებერვალი 2019, 00:00 3428 ნახვა

„კირნათი ჰესის“ მშენებელი კომპანია შექმნილი ვითარების გამო ბოდიშს იხდის - კომპანიას ამის შესახებ არც წერილობით გაუვრცელებია განცხადება და არც პირადად უთქვამს მოქალაქეებისთვის - სიტყვები ხელვაჩაურის მერის მოადგილეს დააბარეს.

სწორედ კახა ფუტკარაძემ გადასცა „ბოდიში“ მოქალაქეებს და ტერიტორია მალევე დატოვა. მოქალაქეებისთვის რომ ეს საკმარისი არაა ფაქტია, ისინი განმარტებებს და უსაფრთხოებას ითხოვენ. პასუხს ხელისუფლებას და კომპანიას სთხოვენ.

დღეს ჰესის გამო, მდინარე ჭოროხი გადმოვიდა გზაზე, დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია. შარშანაც იყო მსგავსი შემთხვევა ამ სოფელში, მაშინაც წყლის დონის მკვეთრი მატება ჰესს უკავშირდებოდა.  ახლა მოქალაქეები კომპანიის ტექნიკას არ აძლევენ მუშაობის საშუალებას, მათი ნაწილი ადექვატურ კომპენსაციას და განსახლებას ითხოვს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი