''ქართული ოცნების'' პოლიტსაბჭოს განცხადებაში უზუსტობაა - ეკა ბესელია

20 თებერვალი 2019, 00:00 1591 ნახვა

 ეკა ბესელიას ინიცირებული კანონპროექტი მხარდაჭერას ვერ მიიღებს,- განცხადება ირაკლი კობახიძემ დღეს ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

ეკა ბესელიას განცხადებით, კი "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადებაში  უზუსტობაა. როგორც ამბობს, არასწორია ინფორმაცია თითქოს უმრავლესობამ ამ ინიციატივის მომზადების შესახებ არაფერი იცოდა. იგივეს იზიარებს ინიციატივის ერთ-ერთი ავტორი,  ლევან გოგიჩაიშვილი. ცნობილია, რომ  ეკა ბესელია პარლამენტს კიდევ ერთ ინიციატივას, დანიშნულ მოსამართლეებთან დაკავშირებითაც წარუდგენს. ნათია კოპალიანი გაგვაცნობს ოპოზიციის და კანონპროექტის ავტორების პოზიციას, მმართველი გუნდის  დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით, 

ქართული ოცნება“ ვენეციის კომისიას მიმართავს, მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხზე კონსულტაციებში ჩაერთოს. შეთავაზება  ვენეციის კომისიამ მიიღო. კომისიის მდივნის, ტომას მარკერტის განმარტებით,  მხარს უჭერენ „მოსამართლეების უვადო დანიშვნას და ეს ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება, რაც მისივე თქმით,  მოსამართლეების დამოუკიდებლობის გარანტია. 

/სიუჟეტი/ 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი