თოჯინების თეატრში გუშინ სპექტაკლის პრემიერია შედგა. საქართველოში სპეციალურად მოწვეულმა ესპანელმა მსახიობმა თანამედროვე მედეას პროტოტიპი განასახიერა. სპექტაკლი ბათუმსა და ბარსელონას შორის დაძმობილების პროექტის ფარგლებში დაიდგა. სცენარის ავტორი, მწერალი ირაკლი კაკაბაძეა.