''შეწყდეს ძველი ბათუმის ნგრევა'' - ბათუმში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს /ფოტო/

17 თებერვალი 2019, 00:00 2669 ნახვა

ბათუმის მერიის წინ ე.წ ვარდების სკვერში საპროტესტო აქცია ამ წუთებში(14:00) მიმდინარეობს. ​''ბეტონყმობა'',' “ნუ ანგრევ - ნუ შობი მასე",   ''გაწიე კედელი ზღვა დამანახე'', "დაიცავი ბათუმი" - ეს არის აქციის ლოზუნგები. აქციის ორგანიზტორები ამბობენ, მათ ხელისუფლებისგან სამი ძირითადი მოთხოვნა აქვთ :

•​​ შეწყდეს ძველი ბათუმის ნგრევა და გაუქმდეს აჭარის მთავრობასთნ არსებული ზონალური საბჭო.

• ბათუმის მერიამ და საკრებულომ არ დაუშვას რივიერაზე მრავალსართულიანი შენობების მშენებლობა.

•​ ''არა ქიმიურ ტერმინალს'' - ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ ბათუმის პორტში ქიმიური ტერმინალის მშენებლობის ნებართვას ხელი არ მოაწერო.

შეკრებილები მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე აქციებს აანონსებენ.

ბათუმის მერიის წინ ე.წ ვარდების სკვერში საპროტესტო აქცია ამ წუთებში(14:00) მიმდინარეობს

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი