წყალქვეშა სამყაროს ბინადრები

16 თებერვალი 2019, 00:00 3431 ნახვა

4კონტინენტის 80 სახეობის წყალქვეშა ბინადრებზე გიამბობთ

ბათუმის აკვარიუმი უკვე ნახევარ საუკუნეს ითვლის, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში აქ არაფერი შეცვლილა. ბოლო 2 წელია, რაც ექსპერიმენტალური განყოფილება გაიხსნა, სადაც უამრავი საინტერესო ჯიშის თევზი გამოიყვანეს, გაამრავლეს და სადემონსტრაციო განყოფილებაში მოათავსეს. ჩვენი სიუჟეტის მთავარი გმირი 16 წლის იყო, როცა  თევზების სამყაროში აღმოჩნდა. მათი ურთიერთობა დღემდე გრძელდება.

ნაზიმ მგელაძისთვის ყველაზე რთული პარიოდი მაშინ დადგა, როცა ელექტროენერგიის გარეშე, უჟანგბადოდ დარჩენილი თევზები უნდა გადაერჩინა. ახლა წითელ წიგნში შეტანილ ზუთხს უნდა უშველოს. ხათუნა შუშანიძემ და ბაჩი მურვანიძემ იმოგზაურეს შუშებს მიღმა წყალქვეშა სამყაროში.

ამავე კატეგორიაში