რომელი სახლი გადაურჩება ინვესტორს?

16 თებერვალი 2019, 00:00 2339 ნახვა

ბათუმში, ბოლო რამდენიმე წელია, კულტურული მემკვიდრეობისა და სიძველეების დამცველები ხელისუფლებას უპირისპირდებიან. დავის საგანი ბათუმის იერსახის შენარჩუნებაა.  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ქომაგების მოთხოვნაა -  შეწყდეს ინვესტიციების მოზიდვის სახელით ქალაქის ნგრევა და ჩაბეტონება. ისინი აპროტესტებენ ბათუმის ქაოსურ განაშენიანებას, ცათამბჯენების მშენებლობას, ჟანგბადის, მზის და სინათლის დეფიციტს.

ვაჟა ფშაველას 13, ბარათაშვილის და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთა, კლდიაშვილის 25, ფალიაშვილის 19, გორგასლის 25, ბარათაშვილის 24...ამ მისამართებზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ან მე-19 -მე-20 საუკუნეების მიჯნაზე აგებული ისტორიული შენობები იდგა, რომელთა ნაწილისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია ''გეოგრაფიკს'' ჰქონდა გაცემული, ორგანიზაციას, რომელმაც ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ინვენტარიზაცია 2015 წელს ჩაატარა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 100 ათასი ლარი დაიხარჯა. მიუხედავად საზოგადოების პროტესტისა, სიძველეების ნგრევამ  ქალაქში შეუქცევადი ხასიათი მიიღო.

წარსულსა და რეალობას შორის, საზოგადოებრივ და კერძო ინტერესებს შორის ბრძოლა გრძელდება. ვის რა შანსები და ბრძოლის მექანიზმი აქვს - დეტალებზე ხათუნა შუშანიძე და ბაჩი მურვანიძე მოგვიყვებიან.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი