არასრულწლოვანთან სავარაუდო გარყვნილი ქმედების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

15 თებერვალი 2019, 00:00 1781 ნახვა

არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო გარყვნილი ქმედების ფაქტის მოკვლევა დაიწყო სახალხო დამცველის აპარატმა. გამოძიებას აგრძელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ჯერ-ჯერობით ისევ არაა დაკავებული პირი, რომელსაც სავარაუდოდ დანაშაულში ბრალი მიუძღვის.

დღეს სოციალური მომსახურების სააგენტოს ფსიქოლოგები ჩაერთვნენ საქმეში, სპეციალისტებს გასაუბრება ჰქონდათ 8 წლის გოგონასთან და მის დედასთან. გამოძიება სწორედ დედის შეტყობინების შემდეგ დაიწყო.

შემთხვევა აჭარაში მოხდა, 2 თებერვალს. საქმე სსკ 141-ე მუხლითაა აღძრული, ქმედების დადასტურების შემთხვევაში დამნაშავეს შვიდ წლამდე, ან რვიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ამასთან, ცნობილია რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ მიმართულებით კანონს ამკაცრებს, ამასთან  ძალადობისთვის მსჯავრდებულ პირთა ბაზის შექმნაც იგეგმება.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში