მიმდინარე წელს უნდა დასრულდეს რამდენიმემილიონიანი პროექტი, ანუ სანიაღვრე კოლექტორის მშენებლობა ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, საუბარია კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის III ფაზაზე.
პარალელურად კი ყურადღებას იქცევს დაზიანებული ხე-მცენარეები. ქუჩს გასწვრივ მოჭრილია ნაძვის ხე - თუმცა ნებართვა არ გაუცია გამწვანების სამსახურს.
მერიაში არაფერი იციან სავარაუდო დამრღვევის შესახებ, მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებში არ იციან ვინ მოჭრა ხე. ხომ არ ეწირება ხეების ნაწილი სამუშაოებს და შესაძლებელი იყო თუ არა მათი გადარჩენა?