ზამთრის კურორტებზე მოთოვს, ბათუმში კი წვიმაა მოსალოდნელი

15 თებერვალი 2019, 00:00 2278 ნახვა

16-19 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. 

მთიან და მაღალმთიან ზონაში თოვლს ელოდებიან, ასევე მოსალოდნელია ზოგან ნისლი და ქარბუქი. 

შაბათსა და კვირას აჭარაში იწვიმებს. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი ღელვა. სანაპირო კურორტებზე მაქსიმალური ტემპერატურა +7, +9 გრადუსი იქნება. მთიან და მაღალმთიან ზონაში კი +1, +3.

ზამთრის კურორტებზე ტემპერატურა -5, -7 გრადუსამდე დაიკლებს.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.

ფოტო: დათო ჯაყელიძე

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი