საინიციატივო ჯგუფის წევრებს ბათუმის მერიაში წერილობით პასუხობენ

14 თებერვალი 2019, 00:00 1678 ნახვა

„დაიცავი ძველი ბულვარი“-ს წევრების მიმართვას ჯერ მხოლოდ ბათუმის მერიაში უპასუხეს. ქალაქის თვითმმართველობა საინიციატივო ჯგუფის წევრებს წერილობით გამოეხმაურა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე შესაბამისი დოკუმენტაციის შემუშავება მიმდინარეობს.

რაც შეეხება ბათუმის ისტორიული განაშენიანების ზონის საზღვრებს. მერიაში ამბობენ, რომ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში ხვალ შეხვედრა გაიმართება.  გადაწყვეტილებას სწორედ ამის შემდეგ მიიღებენ. 

''ძველი ბათუმის იერსახის შენარჩუნების მიზნით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში არაერთი ნაბიჯი გადაიდგა, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან, ასევე სხვა ფონურ შენობებთან მიმართებაში.
რაც შეეხება წლების წინ შეთანხმებულ პროექტებს (პროექტის ეტაპების შეთანხმება), იმ შემთხვევებში, როცა მშენებლობის ნებართვის მიღების მიზნით მომართვა განხორციელდა მერიის მიერ ჩატარებული საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ (ძველი ბათუმის ტერიტორიაზე 12 მეტრიანი შეზღუდვა), მშენებლობაზე ნებართვის გაცემის გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო. შესაბამისად, მერიას ნებართვის გაცემაზე უარის თქმის არანაირი ბერკეტი არ გააჩნია'' - წერია განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი