საკონსტიტუციო სასამართლოში განმწესრიგებელ სხდომაზე ყოფილი მოსამართლის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. დავის საგანს წარმოადგენს სახელწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ საქართველოს კანონის რამდენიმე ნორმა. მოსარჩელის განმარტებით, 2006 წლამდე მოქმედი კანონმდებლობით სამოსამართლეო უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო მოსამართლე უფლებამოსილი იყო მოთხოვნის შემთხვევაში პენსია დანიშვნოდა, თუმცა 2006 წელს ამოქმედებული რეგულაციებით დაწესდა ასაკობრივ ზღვარი 65 წლამდე.
მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ არსებული ნორმები მას დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს იმ პირებთან მიმართებით, რომელთაც საერთო საპენსიო ასაკისათვის მიღწევის გარეშე, 2006 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი კანონით დაენიშნა კომპენსაცია და კანონში შეტანილი ცვლილებების მიუხედავად, შეუნარჩუნდათ იგი.