საქართველოს პრეზიდენტი - "კარგი იქნება ქუთაისის პარლამენტის შენობაში საერთაშორისო საკონფერენციო ცენტრი მოეწყოს"

10 თებერვალი 2019, 00:00 1375 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით კარგი იქნება ქუთაისის პარლამენტის შენობაში საერთაშორისო საკონფერენციო ცენტრი  მოეწყოს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, შენობის მოწყობისთვის 340 მილიონი ლარი დაიხარჯა, რაც წყალტუბოს აღორძინებისთვის  საკმარისი იქნებოდა. პრეზიდენტმა ქუთაისისა და წყალტუბოს პერსპექტივაზე ისაუბრა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ქუთაისის ისტორიული ნაწილი შესაძლოა, იუნესკო-მ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად გამოაცხადოს ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ განუცხადა.

მისი თქმით ამ მიმართულებით​ ქართულ-პოლონური ერთობლივი ექსპედიცია მუშაობს. სალომე ზურაბიშვილმა დღეს ქუთაისი ბოტანიკურ ბაღში ხეც დარგო. იმერეთში სტუმრობა პრეზიდენტმა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლით დაასრულა. მან ყურადღება წინასააჩევნო დაპირებაზე გაამახვილა, რომლის თანახმადაც ის რეგიონების პრეზიდენტი იქნება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი