შეფიცულთა ცოცხალი ჯაჭვი - "მაჭახლის ხეობა ჩვენია"

10 თებერვალი 2019, 00:00 4955 ნახვა

„არა ჰესებს“ „ჩვენ არ ვიყიდებით“- მაჭახლის ხეობის მკვიდრები აცხადებენ, რომ  ჰესების აშენებას არ დაუშვებენ. შეკრებილებმა დღეს ცხემლანას თამარ მეფის სახელობის ხიდზე ფიცი დადეს.  მოძრაობა „სიტყვის კაცებს“ კიდევ რამდენიმე სოფლის მკვიდრი შეუერთდა. აქცია ცხემლანას შემდეგ სოფელ აჭარისაღმართში გაგრძელდა, მოსახლეობა მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბა.

აქციის ორგანიზატორები ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ  ხელმოწერების შეგროვებას განაგრძობენ.  ადგილობრივები დღეს   ხეობის იმ ნაწილშიც მივიდნენ, სადაც მათი ინფორმაციით ჰესის მშენებლობის წინასწარი მოკვლევისთვის აპარატურით აღჭურვილი მანქანაა გაჩერებული. შემაჯამებელი შეხვედრა სოფელ ქედქედის მოსახლეობასთან გაიმართა. მოთხოვნები უცვლელია, ისინი მთავრობას ჰესის მშენებლობის ნებართვაზე უარის თქმას სთხოვენ.  მაჭახლის მკვიდრები ამბობენ, რომ ჰესების აშენება მაღალმთიან მხარეს ეკოლოგიურ ზიანს მიაყენებს. მშენებლობის პროცესში აფეთქებები კი მოსახლეობას დააზარალებს. მიაჩნიათ, რომ მდინარისთვის კალაპოტის შეცვლა ბუნებროვ ლანდშაფტს შეცვლის. მოსახლეობა საფრთხეს მაჭახელას ეროვნული ეროვნული პარკის განვითარებისთვისაც ხედავს. როგორც ამბობენ ბოლო პერიოდში ხეობაში ტურიზმის განვითარება შეძლეს და მათ სეზონურად ათასობით უცხოელი სტუმარი ჰყავთ, ჰესების მშენებლობა კი სრულიად შეცვლის ტურისტულ პოტენციალს.  კომპანიიდან მიღებულ წერილში ნათქვამია, რომ მანამდე არსებული პროექტისგან განსხვავებით, მხოლოდ 1  ჰესი აშენდება. ასევე ოფიციალური ინფორმაციით, პროექტი არ ითვალისწინებს კაშხლის არსებობას ანუ წყლის  რეზერვუარის მოწყობას, არამედ მიზნად ისახავს  მდინარის ბუნებრივ ჩამონადენზე მუშაობას. „სილქ როუდ ჯგუფში“ ირწმუნებიან, რომ ჰესი დაცული ტერიტორიისგან მოშორებით აშენდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი