საპენსიო რეფორმასა და საგადასახდო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე, მეწარმეებსა და ბუღალტრებს აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში ტრენინგი ჩაუტარდათ. სისტემა ნაწილობრივ სავალდებულო პრინციპით მოქმედებს.
40 წელზე უფროსებს არჩევანი აქვთ, გაწევრიანდნენ თუ არა სისტემაში, 40 წლამდე პირებს კი, დაზოგვის ვალდებულება. საწარმო ვალდებულია სრული ინფორმაცია მიაწოდოს დასაქმებულს.