ხულოს მერიის ტურიზმის განყოფილებამ, ახალი ტურისტული ობიექტების შესწავლა დაიწყო. რამდენიმე სოფელში უკვე შეისწავლეს ტურიზმის განვითარებისთვის საინტერესო ტერიტორია ისტორიით.საბოლოოდ შერჩეული ახალი ობიექტი ტურისტული მარშრუტების ნუსხაში შევა.
მუნიციპალიტეტის ტურიზმის განყოფილება აქტიურ კონსულტაციებს აწარმოებს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთანაც.