საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტების შეხვედრა. მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა განიხილეს. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველო, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პარაფირებას მიესალმება. სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის საქართველოს პრეზიდენტმა კოლეგას მადლობა გადაუხადა.
აჰაგნ ხაჩატურიანისა და მიხეილ ყაველაშვილის პირისპირ შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც ჩვენ დაწყებისთანავე პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.
მანამდე კი გეტყვით, რომ უკვე გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში სომხეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია. ვიზიტის ფარგლებში, ვაჰაგნ ხაჩატურიანი პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარესაც შეხვდება. ოფიციალური ვიზიტი კი ხვალ დასრულდება.