საქართველოს პრეზიდენტმა ავღანეთში საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქართველი მშვიდობისმყოფელები მოინახულა

09 თებერვალი 2019, 00:00 1192 ნახვა

 საქართველოს პრეზიდენტმა ავღანეთში საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქართველი მშვიდობისმყოფელები მოინახულა, და ბაგრამის საავიაციო ბაზა დაათვალიერა.  სალომე ზურაბიშვილი სამხედროების ამოცანებს პირადად გაეცნო,  ჯარისკაცებთან სადილისას კი, ადგილზე არსებული მდგომარეობა მოისმინა. მან მშვიდობისმყოფელებს მსოფლიო უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისთვის  მადლობა პრეზიდენტმა ბაგრამის სამხედრო საავიაციო ბაზაზე ავღანეთის საერთაშორისო მისიაში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მემორიალი გვირგვინით შეამკო და ქართველი ჯარისკაცების მიერ აშენებული ეკლესია მოინახულა. ვიზიტისას სალომე ზურაბიშვილი ბაგრამის საავიაციო ბაზის მეთაურს,  „მტკიცე მხარდაჭერის“ და აშშ-ის შეიარაღებული ძალების გენერალს, ასევე ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა.

ამავე კატეგორიაში