ე.წ.“ ოცნების ქალაქში“ სამუშაო ჯგუფის საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა

09 თებერვალი 2019, 00:00 1845 ნახვა

ე.წ.“ ოცნების ქალაქში“ სამუშაო ჯგუფის საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა. ჯგუფის წევრები მოქალაქეებს კონსულტაციას უწევენ, განცხადებებს იღებენ და მონაცემებს ამუშავებენ. ოჯახების შერჩევის  პროცესში ჩართვას მესამე სექტორიც ითხოვდა, რამაზ ჯინჭარაძის განცხადებით, მათ სხვადასხვა ორგანიზაციას თანამშრომლობა შესთავაზეს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით ხელისუფლება   მოქალაქეების დამამცირებელ გარემოებაში ცხოვრებას ვერ შეეგუება და  ტერიტორია, ახდენილი ოცნების ქალაქად გადაიქცევა. ყოფილი 25-ე და 53-ე სამხედრო ბატალიონების ტერიტორიაზე, აჭარის მაღალმთიანეთიდან ჩამოსული ოჯახები 2012 წელს თვითნებურად დასახლდნენ.

მოქალაქეებმა ჯერ ხის სახლები ააშენეს, შემდეგ კი ხის ფიცრულების გვერდით ქვის ნაგებობებიც გაჩნდა. წლების განმავლობაში  ‘’ოცნების ქალაქში’’ მცხოვრებთა რიცხვი ნელ-ნელა გაიზარდა. ახალი კორპუსები ისევ „მუყაოს ქალაქში“ აშენდება, რისთვისაც პირველ ეტაპზე 10 მილიონი ლარი დაიხარჯება. მთავრობა პროექტის დასრულებას 2-3 წელიწადში გეგმავს.

ამავე კატეგორიაში