10 სტუდენტი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში ფასიან სტაჟირებას გაივლის. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტები პრაქტიკულ მომზადებას 6 თვის განმავლობაში გაივლიან და მიიღებენ სტაჟირების დამადასტურებელ სერტიფიკატსაც.
კონკრეტულ დეტალებზე თავად აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ესაუბრა სტუდენტებს. განცხადების მიღების ვადა ხვალ სრულდება. კონკურსში მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ ელექტრონულად ვებ გვერდზე www.hr.gov.ge.