ვეტერანები მატარებლით მგზავრობისას ბილეთის საფასურის ნახევარს გადაიხდიან

08 თებერვალი 2019, 00:00 2791 ნახვა

''საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, მატარებლებით მგზავრობისას, ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს შეუძლიათ 50%-იანი შეღავათით ისარგებლონ.

შეღავათი შეეხება: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების მონაწილეებს, ამ ბრძოლებში დაღუპულთა ოჯახის წევრებს და მარჩენალ დაკარგულებს, აგრეთვე, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს და ავღანეთის ომის მონაწილეებს.

ვეტერანებმა ფასდაკლებით სარგებლობისთვის, სამგზავრო ბილეთის შეძენისას, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა უნდა წარმოადგინონ. 

ინიციატივა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს ეკუთვნის. საქართველოს მთავრობამ შესაბამისი განკარგულება 2019 წლის 22 იანვარს გამოსცა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი