პლენალური სხდომა დეპუტატების განცხადებებით გაიხსნა

05 თებერვალი 2019, 00:00 1594 ნახვა

პლენალური სხდომა დეპუტატების განცხადებებით გაიხსნა. ოპოზიციამ საკანონმდებლო ორგანოს დედაქალაქში გადატანაზე გააკეთა განცხადება. აკაკი ბობოხიძის თქმით,   ,,ქართულმა ოცნებამ“  ვერ შეასრულა დაპირება, რომელიც პარლამენტის ქუთაისში დატოვებას ეხებოდა. ამის გარდა დეპუტატების უმრავლესობამ განცხადებები გააკეთა ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით.

დეპუტატ ეკა ბესელიას თქმით, მთავარი კითხვაა - ვინ იყო დანაშაულებრივი ქმედების დამკვეთი და ორგანიზატორი. განცხადებები ასევე გაკეთდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევაზე, დამოუკიდებელ სასამართლოსა და  იმ საკითხებზე რომლებიც ბოლო დროს ქვეყანაში აქტუალურია.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი