ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 401 ფაქტი ერთ თვეში

05 თებერვალი 2019, 00:00 1272 ნახვა

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 401 ფაქტი ერთ თვეში. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი  ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, 401 ფაქტიდან  15   სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს.

აჭარის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე დაფიქსირებულია  24 ფაქტი. უწყების ინფორმაციით, ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 427 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე.  ამავე პერიოდში, სახერხი საამქროს რეგლამენტის დარღვევის 53 ფაქტი დაფიქსირდა და ამოღებულია 3 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი