ბათუმის მერია ჭავჭავაძის ქუჩაზე გარემოვაჭრეებს დახლების აღების შესახებ აფრთხილებს. მერიის სპეციალურ სამსახურში აცხადებენ, რომ მათ წერილობითი გაფრთხილება უკვე ჩაბარდა.
თვითმმართველობა მოვაჭრეებს საკუთარი პროდუქციის რეალიზებას ძველი ავტოსადგურის შენობაში მეორე სართულზე მათთვის სპეციალურად გამოყოფილ დახლებზე სთავაზობს. გარემოვაჭრეთა პოზიციას მერიის მიერ შეთავაზებულ ტერიტორიაზე, უფრო ვრცლად ''მთავარში'' 15 საათზე გაგაცნობთ.