პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატად საპარლამენტო უმრავლესობა ანრი ოხანაშვილს წარადგენს-ეს ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
ეკა ბესელიას განცხადებით კი ის ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან ეკა ბესელიას გადადგომის შემდეგ, კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას დავით მათიკაშვილი ასრულებს.