ე.წ. ლამინირებულ მოწმობებს ID ბარათებით უფასოდ შეგიცვლიან

01 თებერვალი 2019, 00:00 6723 ნახვა

მოქალაქეები, რომლებსაც ძველი, ქაღალდის პირადობის მოწმობები აქვთ, აიდი ბარათით ჩანაცვლებას, ერთი თვის განმავლობაში უფასოდ შეძლებენ. ინიციატივა იუსტიციის მინისტრს ეკუთვნის. 

გადაწყვეტილების თანახმად, მომსახურებით ისარგებლებენ პირები, რომელთა სახელზეც არასდროს გაცემულა საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა. 

აქცია დღეს, პირველ თებერვალს დაიწყო და პირველი მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაცით, 2012 წლის ბოლოს საქართველოში 3 087 163 მოქალაქე ფლობდა ქაღალდის პირადობის მოწმობას. დღეისათვის კი ბაზაში მხოლოდ 749 537 ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობაა. 

''აღნიშნული აქციით სარგებლობის მსურველ მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს. აქციის ფარგლებში, დოკუმენტის გაცემისას, მოქალაქეები გათავისუფლდებიან როგორც პირადობის მოწმობის, ასევე, ფოტოსურათის გადაღების საფასურისგან. 2014 წლიდან საქართველოში ფოტოსურათიანი საარჩევნო სია მოქმედებს და ის ბიომეტრიულ დოკუმენტებს ეფუძნება. შესაბამისად, ბიომეტრიული დოკუმენტის ქონა უზრუნველყოფს პრინციპს − „ერთი ამომრჩეველი − ერთი ხმა“ და გამორიცხავს არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე ე.წ. კარუსელს'' - წერია განცხადებაში. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი