''ყაზტრანსგაზი'' - ბინაში გამათბობელი კუსტარულად იყო დამონტაჟებული

31 იანვარი 2019, 00:00 1806 ნახვა

თბილისში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე კორპუსში წყლის გამათბობელი კუსტარულად იყო დამონტაჟებული და ჩართული, ეს განცხადება შემთხვევის ადგილზე ყაზტრანსგაზის წარმომადგენელმა დავით ქვითარიშვილმა გააკეთა. მისი ინფორმაციით, გასული წლის მარტში, გეგმიური შემოწმების დროს ხარვეზი აღმოაჩინეს და გაზმომარაგება ჩაჭრეს

"ბინაში წყლის გამათბობელი კუსტარულად იყო დამონტაჟებული. კომპანიამ, ბინაში გასული წლის მარტში ჩაუჭრა გაზი, თუმცა გამათბობელი მაინ  ჩაურთავთ. სემეკის დადგენილებით, ჩვენ გეგმიურად, წელიწადში ერთხელ უნდა შევამოწმოთ გაზგაყვანილობა. ამ კორპუსს მოუწია 2018 წლის მარტში. მრიცხველი იყო გარეთ გამოტანილი, ხოლო გაზი გათიშული. კომპანიამ შეასრულა მისი ვალდებულება დანარჩენს ვერ გეტყვით, გამ​ოძიება დაადგენს" - განაცხადა დავით ქვითირიშვილმა, რომელიც ყაზტრანსგაზს წარმოადგენს.

თბილისში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულზე, 7 ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე მუშაობს სამაშველო სამსახური, კრიმინალისტები და პოლიცია. ადგილზე მივიდნენ "ყაზტრანსგაზის"  წარმომადგენლებიც.  

წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილები მუშები არიან, რომლებსაც კორპუსში ბინა ჰქონდათ ნაქირავები.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე გარდაცვლილების იდენტიფიცირება მიმდინარეობს.  

საქართველოს მასშტაბით, ბოლო სამ წელიწადში,  ბუნებრივი აირის გაჟონვით 286 ადამიანი მოიწამლა, ხოლო 90 გარდაიცვალა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი