გარემოვაჭრეებს ჯიხურების პირველად თანხას ბათუმის მერია გადაუხდის

30 იანვარი 2019, 00:00 2025 ნახვა

გარემოვაჭრეებისთვის, ძველი ავტოსადგურის ტერიტორიაზე ჯიხურების მოსაწყობად საჭირო საგარანტიო თანხას, ბათუმის მერია გამოყოფს - ინფორმაცია, ცოტა ხნის წინ, მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ხელმძღვანელმა გაავრცელა.

ჯუმბერ კობალაძემ, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში თქვა, რომ საკითხზე ბათუმის მერი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე შეთანხმდნენ. 

''თანხას კომპანიას გადაუხდიან, რომ დაიწყოს ჯიხურების მშენებლობა. ორ-სამ დღეში დავიწყებთ პროცესს. უნდა მომზადდეს ესკიზი,  გარემოვაჭრეებთან  ზომების და ადგილების შეთანხმება მოხდება'' - ამბობს ჯუმბერ კობალაძე.
დღეს გარემოვაჭრეებსა და ავტოსადგურის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა. ადმინისტრაცია მოქალაქეებს ჯიხურების მოსაწყობად თანხას წინასწარ სთხოვდა, რამაც მოვაჭრეების უკმაყოფილება გამოიწვია. 

სიტყვიერი დაპირისპირების დროს პოლიციამ ერთი პირი დააკავა. მას გაფრთხილება მისცეს და რამდენიმე წუთის წინ, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში