ეკა ბესელია საზოგადოებას ღია წერილით მიმართავს. სოციალურ ქსელ ფეისბუქზე გამოქვეყნებულ წერილში, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე მორალურ ტერორზე საუბრობს. დეპუტატი წერს, რომ მის გაჩუმებას და გაუჩინარებას ვერ მოახერხებენ და ამ ხერხით მისი დაშინება არ მოხდება.
შეგახსენებთ, გუშინ ინტერნეტ სივრცეში დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო მასალა გავრცელდა. დეპუტატი მსგავსი ფორმით მის წინააღმდეგ ბრძოლას, უმრავლესობასთან დაპირისპირებას უკავშირებს, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სიას უკავშირდება. საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო.