ეკა ბესელია ამბობს, რომ წინა ხელისუფლების დროს ჩაწერილი ვიდეოთი ახლა ''უტევენ''

28 იანვარი 2019, 00:00 2209 ნახვა

დეპუტატი ეკა ბესელია,  ამტკიცებს რომ მის წინააღმდეგ ახალი შეტევის ტალღა დაიწყო, სადაც 2012 წლამდე გაკეთებული ფარული ჩანაწერი ფიგურირებს. 

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის თქმით,  "სისტემური შეტევები" მის წინააღმდეგ თანამდებობის დატოვებისა და უვადოდ განსამწესებელ მოსამართლეების სიის წინააღმდეგ გამოსვლების შემდეგ დაიწყო. 

ბესელია წერს, რომ  სააკაშვილის ხელისუფლების დროს გაკეთებული ფარული ჩანაწერი, რომელიც ოჯახური საიდუმლოების შემცველი იყო, ახალი ხელისუფლების დროს გავრცელდა.

ბესელია ამბობს, რომ ფარული ჩანაწერი სასამართლოშიც იყო გაგზავნილი, რასაც ჩანაწერის გავრცელების საფრთხის თავიდან ასაცილებლად თავად ეწინააღმდეგებოდა. 

"ძალიან მოკლედ და გასაგებად ვწერ, ამ ეტაპზე , შეფასებების გარეშე:

ჩემი გადადგომის თაობაზე განცხადების გაკეთებიდან დაიწყო ახალი მიზანმიმართული, დაფინანსებული ცილისმწამებლური კამპანია ჩემს წინააღმდეგ სოციალური ქსელებით, მედიით და აკრძალული მეთოდების გამოყენებით. 
ამ ყველაფერმა მიიღო კამპანიური დაგეგმილი ხასიათი.
მე წლების განმავლობაში ბევრჯერ გადავიტანე სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენლების ძალადობრივი და ცილისმწამებლური თავდასხმები. ბოლო პერიოდში ახალი ფორმების გამოყენებით ხდება ეს შეტევა ჩემს მიმართ. 
ბოლო ინფორმაცია, რაც მომაწოდეს გუშინ გვიან, სოც ქსელით ჯგუფებში ვრცელდება პირადი და ოჯახური საიდუმლოების უკანონო ჩანაწერი.

ეს ჩანაწერი სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმის დროს დამზადდა და გავრცელდა ჩვენი ხელისუფლების პერიოდში. ამ ფაქტზე 8 პირი გამოავლინა პროკურატურამ დამნაშავედ იქნა ცნობილი. საქმე სააპელაციო სასამართლოში იყო ბოლოს. 
მე ამ საქმის სასამართლოში გაგზავნას არ მივიჩნევდი სწორად, რათა მასალის გავრცელების საფრთხე არ დამდგარიყო. საპროცესო შეთანხმების გაფორმება ნიშნავს პირის დამნაშავედ ცნობას და საპატიმრო სასჯელის გამოყენებას.
რაც მიმაჩდა სწორად ამ ვითარებაში. 
მე თავად ვიყავი ავტორი იმ საკანონმდებლო ცვლილებების რომლითაც წინა მოწვევის პარლამენტში გამკაცრდა დანაშაული პირადი და ოჯახური საიდუმლოების და კომუნიკაციის წესის დარღვევის . 
ეს იმიტომ ,რომ ადამიანები დაგვეცვა მორალური ტერორისგან !!!
ახლა რა ხდება? ვინ აირჩია ჩემთან ანგარიშსწორება ამ ფორმით? 
ამ კითხვებზე პასუხი მინდა უმოკლეს ვადაში სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. 
ვის ხელში იყო ეს მასალა?

ვინც განახორციელა უკანონო ჩაწერა და ცადა ჩემზე მორალური ზეწოლა 2012 წლის 1 ოტომბრის არჩევნების წინ და არაფერი გამოუვიდათ, ვინც გადასცა გამოძიებას და და ბოლოს სააპელაციო სასამართლოს ხელში...
აღარ გავაგრძელებ !" - წერს ბესელია. 

დეპუტატი მიმართავს სამართალდამცველ ორგანოებს და უშუალოდ მინისტრებს გამოიძიონ აღნიშნული ფაქტი.

"ახლა კი მივმართავ საჯაროდ შალვა თადუმაძეს, გიორგი გახარიას და ვახტანგ გომელაურს სასწრაფოდ და უმოკლეს ვადაში დაადგინეთ ვინ განახორციელა და ვინ დგას ამ მორალური ტერორის უკან? ვითხოვ ყველა ფაქტზე რეაგირებას დაწყებული აბაშიძის შეკვეთილი პოსტიდან ბოლო ინფორმაციის ჩათვლით. 
საჯაროდ გამოავლინეთ!!! მე მგონი კარგად ესმის ყველას რას ნიშნავს წითელი ხაზების გადაკვეთა" - დაწერა სოციალურ ქსელში ეკა ბესელიამ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი