წერეთლის ქუჩის გარემოვაჭრეები მერთან შეხვედრას ითხოვენ - მერიას პოლიცია იცავს

28 იანვარი 2019, 00:00 3257 ნახვა

ამ წუთებში, ბათუმის მერიის შენობის წინ, გარემოვაჭრეები იმყოფებიან. ისინი ქალაქის მერთან ლაშა კომახიძესთან ითხოვენ შეხვედრას. 

ისინი აცხადებენ, რომ მათ წასასვლელი არსად აქვთ და წერეთლის ქუჩა მათი სამუშაო ადგილი და გარევაჭრობა შემოსავლის ერთადერთი წყაროა.

170 გარემოვაჭრისთვის მიუღებელია იმ სავაჭრო სივრცეში შესვლა, რომელსაც ბათუმის მერია ბონის ავტოსადგურში სთავაზობს, რადგან, მათი მტკიცებით, შენობაში ვაჭრობა არ ექნებათ. 

მისი მერთან შეხვედრას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გზის გადაკეტვით იმუქრებიან. 

მერიის შესასვლელს ათობით პოლიციელი იცავს. 

გუშინ, 27 იანვარს, გვიან ღამით, ბათუმის მერიის თანამშრომლებმა ტერიტორია გარემოვაჭრეების დახლებისგან გაათავისუფლეს. მერიის ინფორმაციით, ტერიტორიაზე დაახლოებით 170-მდე ადამიანი ვაჭრობდა. ​

მოვაჭრეებს მერია ალტერნატიულ ფართს ბონის ძველ ავტოსადგურში სთავაზობს, რაც მოვაჭრეებისთვის მიუღებელია. 

 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი