ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ლევან ჩხაიძე საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. ქაშუეთის ეკლესიაში ლევან ჩხაიძის პანაშვიდი გაიმართა. სამძიმარზე მივიდნენ ჟურნალისტის ახლობლები, მეგობრები, პოლიტიკოსები, კოლეგები და რიგითი მოქალაქეები.
ლევან ჩხაიძე 33 წლის ასაკში, 21 იანვარს, ბუდაპეშტში გარდაიცვალა. ის ბოლოს ტვ “ პირველის” წამყვანი იყო, მანამდე კი, სხადასხვა მედიასაშუალებაში მუშაობდა.