საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ნინოს ხსენებას აღნიშნავს. სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინა ბათუმის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში.
საეკლესიო სწავლებით მოციქულთა სწორი ქალწული საქართველოში, დაახლოებით, 323 წელს ჯავახეთის მთებით, მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას დროს შემოვიდა. მისი ქადაგებით, ქვეყანაში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა. წმიდა ნინოს ხსენებას საქართველოს ეკლესია წელიწადში ორჯერ დღესასწაულობს.