სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, მოსამართლეთა კონფერენციის მონაწილეები დღეს 3 საათის განმავლობაში განიხილავდნენ.
გაახმოვანეს ერთობლივი განცხადებაც. დარბაზში ისმოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ანა დოლიძის და ნაზი ჯანეზაშვილის კრიტიკა. თავად ნაზი ჯანეზაშვილმა კი კონფერენცია კომუნისტური პარტიის ყრილობას შეადარა.