რატომ ვერ მოხვდა აჭარა სოფლის მხარდაჭერის სამთავრობო პროგრამაში?

26 იანვარი 2019, 00:00 1759 ნახვა

ორ წლიანი პაუზის შემდეგ, ხელისუფლებამ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აღადგინა.  2009 წელს დაწყებული და  2017 წელს შეჩერებული პროგრამა, ამჯერად 30 მილიონით შემცირებული ბიუჯეტით ბრუნდება. თუ გასულ წლებში სოფლების საჭიროებებზე  50 მილიონი ლარი იხარჯებოდა, ამჯერად ეს ციფრი 20 მილიონზე დავიდა. გუშინ გახდა ცნობილი, რომ პროგრამას კიდევ 20 მილიონი ლარი დაემატება,  თუმცა ცენტრიდან თუნდაც გაზრდილი ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამის სიკეთეებით ვერ ისარგებლებს აჭარის 322 სოფელი.

ავტონომიურმა რესპუბლიკამ შესაბამისი თანხები, ადგილობრივ ბიუჯეტში თავად უნდა მოიძიოს. რეგიონის მთავრობაში ამბობენ, რომ პროგრამის დაფინანსებისთვს საჭირო ფული მუნიციპალური განვითარების ფონდიდან გამოიყოფა. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რომელ სხვა პროგრამას ჩამოეჭრება, სოფლის მხარდაჭერისთვის საჭირო 2 მილიონი და იქნება თუ არა ის საკმარისი, აჭარის სოფლების ელემენტარული საჭიროებებისთვის.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი