შპს „ბათუმის წყალმა“ ბათუმის საკრებულოს 2019 წლის სამოქმედო გეგმა წარუდგინა. კომპანიის მთავარი მიზანი ახალ ქსელთან მოსახლეობის დაერთების პროგრამის, საკანალიზაციო ქსელის მომსახურებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვაა.
ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ფარგლებში, 2019 წელს მთავრდება მახინჯაურის წყლის სამარაგო რეზერვუარის მშენებლობა, რის შემდეგაც მახინჯაურს, განთიადს და თამარის დასახლებას წყალი უწყვეტად მიეწოდებათ.