იპოთეკით დაზარალებულების მოთხოვნა

25 იანვარი 2019, 00:00 1399 ნახვა

იპოთეკით დაზარალებულები ამბობენ, რომ 60-ზე მეტ ოჯახს გამოსახლება ემუქრება. ხელისუფლების დაპირება დაბალპროცენტიანი სესხების გაცემის შესახებ კი მათი თქმით არ შესრულებულა, ხოლო ახალი საბანკო რეგულაციების შემოღების შემდეგ მათი პირობები კიდევ უფრო გართულდა.

მათ დღეს ბრიფინგი გამართეს  და განაცხადეს, რომ გასული წლის ნოემბერში ისინი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს შეხვდნენ და მიიღეს სიტყვიერი დაპირება, პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით,იპოთეკით დაზარალებულები აცხადებენ, რომ დროის გაჭიანურებით პრობლემა არ გვარდება.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარისა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მთავრობა აწარმოებს მოლაპარაკებებს ორივე მხარესთან,  შუამდგომლობით მიმართეს კომერციულ ორგანიზაციებს, და მათგან პასუხს ელოდებიან.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი