თალაკვაძე: ე.წ. საზღვრების ჩაკეტვა გრიპის ვირუსის მიზეზით, უსაფუძვლოა

25 იანვარი 2019, 00:00 1302 ნახვა

აფხაზეთის დე-ფაქტო  ხელისუფლების მიერ გრიპის ვირუსის გამო გამოცხადებულ კარანტინთან დაკავშირებით დღეს კომენტარი მმართველი გუნდის წევრმა  გააკეთა.  არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ეს არის საფუძველს მოკლებული გადაწყვეტილება დეფაქტო ხელისუფლების მიერ, ვინაიდან აფხაზეთში მცხოვრებლები აქტიურად არიან ჩართული ჯანდაცვის პროგრამებში, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს.

თალაკვაძის განმარტებით ამ ეტაპზე ე.წ საზღვარზე შეზღუდვის მოხსნასთან დაკავშირებით  მხოლოდ საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით  მოლაპარაკებები მიმდინარეობს.  

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების ჯგუფის ფარგლებში გადაადგილების შეზღუდვის პრობლემის მოგვარებაზე მუშაობა მიმდინარეობს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი