ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის ფედერაციას საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
ასამბლეამ მხარი დაუჭირა საქართველოს დელეგაციის მიერ ინიცირებულ ცვლილებებს, რომლის თანახმადაც, ასამბლეა რუსეთს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების დამონტაჟებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ მოუწოდებს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მტკიცე მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თქმით, აღნიშნული რეზოლუციის მიღებით, ევროსაბჭომ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი დამოკიდებულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხის მიმართ.