დღეს, 25 იანვარს, შუახევში ''გომარდულის ფესტივალი'' გაიხსნება. ღონისძიებისთვის კურორტი სპეციალური დეკორაციებით გაფორმდა.
კოცონი, თხილამურებით სრიალი, ცოცხალი მუსიკა - კურორტზე მისულ სტუმრებს ასევე გლინტვეინით, ჩაითა და ყავით გაუმასპინძლდებიან.
ორგანიზატორებს არც პატარები დავიწყებიათ. ბავშვებისთვის გასართობი პროგრამაა დაიგეგმა.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო კურორტის განვითარების პრეზენტაციას გამართავს.
ფესტივალი 14:00 საათზე გაიხსნება.