აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ადასტურებენ, რომ 48 წლის ქალს, რომელიც გუშინ გარდაიცვალა H1N1 ვირუსი ჰქონდა.
პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში, რამდენიმე დღის განმავლობაში მკურნალობდა. ის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იყო.
აჭარაში ე.წ. ღორის გრიპით სულ 6 ადამიანია გარდაცვლილი, ათობით მოქალაქე კი მკურნალობის კურსს კლინიკებში გადის.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ მიმართვიანობა შემცირებულია. რეანიმაციულ განყოფილებაში კი ძირითადად ის ადამიანები რჩებიან, რომლებსაც ვირუსის პარალელურად ქრონიკული დაავადებები აქვთ.