ციტრუსის საკომპენსაციო თანხა - ენმ-ის ბრალდება და სამინისტროს არგუმენტი

22 იანვარი 2019, 00:00 1935 ნახვა

აჭარაში, ციტრუსის სეზონი დასკვნით ეტაპზეა. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ექსპორტზე გატანილი მანდარინის მოცულობით იწონებს თავს, ფერმერთა ნაწილი კი დაზიანებულ მოსავალსა და შემოსავლის გარეშე დარჩენაზე საუბრობს. სამინისტროს გადაწყვეტილებების გამო აკრიტიკებენ „ნაციონალურ მოძრაობაში.“ აცხადებენ, რომ მთავრობას ხალხისთვის კომპენსაცია უნდა გადაეხადა.

ბონდო თედორაძე ირწმუნება, რომ ფერმერებს არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია და არ არის გამორიცხული მოსავლის ნაწილის დაზიანება აზიურ ფაროსანასთან ერთად შხამ-ქიმიკატებსაც გამოეწვია. მინისტრი საპასუხოდ განმარტებებს უკეთებს ოპოზიციას, აცხადებს რომ კომპენსაციის საკითხი  არასდროს განხილულა. ამასთან, წელს ბიუჯეტიდან სუბსიდირებისთვის გამოყოფილი თანხაცაა ამოღებული - ეს საკითხი ახალია ფერმერებისთვის - თემას გამოხმაურება სავარაუდოდ მოგვიანებით მოჰყვება - ახლა ვნახოთ სიუჟეტი და შემდეგ უკვე სტუმართან ერთად გავაგრძელებთ საუბარს. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი