ქუჩის თეატრების პროექტი

04 აგვისტო 2016, 00:00 4378 ნახვა

5-14 აგვისტოს, ბათუმში ქუჩის თეატრის პროექტი გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში, ბათუმის ბულვარში, საქართველოს და სხვადასხვა ქვეყნის თეატრები წარმოდგენებს გამართავენ. ღია ცის ქვეშ მაყურებელთა წინაშე რუსთაველის, თელავის, ილიაუნის, მოზარდმაყურებელთა, სოხუმის, ბათუმის თოჯინების, ახალციხის, მუსიკისა და დრამის, ასევე პანტომიმის თეატრები წარსდგებიან. პროექტის ფარგლებში, ბათუმს სლოვაკეთის, საფრანგეთის, რუსეთის, ესპანეთის, დიდი ბრიტანეთის დასები ესტუმრებიან. გაიმართება ლიტერატურული საღამოებიც. პროექტი ჩექინ ჯორჯიას ფარგლებში ტარდება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი