საქართველოს პრემიერ-მინისტრი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც დღეიდან დაიწყება და 25 იანვრამდე გაგრძელდება. დაგეგმილია მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრები, ასევე მოლაპარაკებები ბიზნესლიდერებთან და მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელებთან.
შეხვედრების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია საქართველოში დამატებითი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა.