კურორტ გოდერძზე სამოყვარულო სათხილამურო ტურნირი ჩატარდა. შეჯიბრებაში 30-მდე მოხალისე მონაწილეობდა, მათ შორის იყვნენ ტურისტები. გამოვლინდნენ საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები.
გამარჯვებულები, აჭარის სათხილამურო ფედერაციამ, თასებითა და სიგელებით დააჯილდოვა. მოთხილამურეებს სათხილამურო ტრასა უმოკლეს დროში უნდა დაეფარათ. ტურნირი თოვლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ჩატარდა.