ცეცხლი დამხმარე ნაგებობას გაუჩნდა, მოგვიანებით კი სახლზე გადავიდა - ხანძარი ხულოში 

21 იანვარი 2019, 00:00 7376 ნახვა

ხულოში, სოფელ გუდასახოში ​ხანძარია. ცეცხლი თამაზ ნათიძის ​საცხოვრებელი სახლის ეზოში დამხმარე ნაგებობას გაუჩნდა, მოგვიანებით კი სახლზეც გადავიდა. 

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, დაზიანებულია შენობის ნაწილი და განადგურებულია საყოფაცხოვრებო ნივთები. 

მეხანძრე-მაშველები ცეცხლს ამ წუთებში აქრობენ, ადგილზე სამი ბრიგადაა მობილიზებული. მაშველებს ადგილობრივი მოსახლეობაც ეხმარება. 

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ხულოს მერიის ინფორმაციით, საკითხს სპეციალური კომისია შეისწავლის, სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება რა დახმარებას გაუწევენ დაზარალებულ ოჯახს.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი